„სავარაუდოდ, ხვალიდან უკრაინის თავზე, საჰაერო მიმოსვლა შეწყდება“, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ფრენების შეწყვეტის პერიოდი, სავარაუდოდ, კიევის დროით, 16:00 საათიდან იქნება.
„სავარაუდოდ, ხვალიდან, კიევის დროით 16:00-იდან უკრაინის თავზე საჰაერო მიმოსვლა შეწყდება. ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრიტანული სადაზღვევო კომპანიამ უკვე გაავრცელა შეტყობინება, რომ ხვალიდან ლონდონის დროით 14:00-იდან წყდება სამოქალაქო თვითმფრინავების დაზღვევა, რომლებიც უკრაინის საჰაერო სივრცეში იმყოფებიან. თვითმფრინავების მფლობელები, რომლებიც ლიზინგში არიან, უკვე უკრძალავენ თავის თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენას. ამ მომენტისთვის KLM-მა გააუქმა თავისი რეისები, Sky Up-ი უკვე სვამს ფუნშალიდან რეისს კიშინიოვში. დღეს გაჩნდება აკრძალვა Air France-ისგან“, - წერს ალექსეი გონჩარენკო „ტელეგრამ“-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press